საქართველო მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე რელიგიურ ქვეყნებს შორის მოხვდა. “ტელეგრაფი” WIN/Gallup International-ის კვლევას აქვეყნებს, რომლის თანახმადაც ყველაზე რელიგიური ქვეყანა ტაილანდია, სადაც გამოკითხულთა 94% აცხადებს, რომ მორწმუნეა.
ტაილანდის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელი – 93% – სომხეთს, ბანგლადეშს, საქართველოსა და მაროკოს აქვთ.
კვლევის თანახმად, ყველაზე ნაკლებ რელიგიური ქვეყანა ჩინეთია, სადაც გამოკითხულთა მხოლოდ 7% მიიჩნევს თავს რელიგიურ პიროვნებად.
კვლევა 65 ქვეყანაში ჩატარდა და სულ 64 000-მდე ადამიანი გამოიკითხა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.