საქართველოს პრეზიდენტი პარლამენტის მიერ საკონსტიტუციო ცვლილების პირველი მოსმენით მიღებას გამოეხმაურა. მისი თქმით, „მივიღეთ კონსტიტუციის პროექტი, რომელსაც აქვს ნულოვანი კონსენსუსი".
„არ არის თანხმობის ერთიანი დოკუმენტი. მას ხელს აწერს მხოლოდ ერთი პარტია, რაც აპრიორი ნიშნავს იმას, რომ დკუმენტი არ არის თანხმობის, ერთიანი სულისკვეთების გამოხატვის დოკუმენტი. მინდა გავახსენო ქართულ საზოგადოებას, რომ 95 წელს, როცა პირველად დაიწერა კონსტიტუცია, პოლიტიკოსებმა შეძლეს თანხმობის დოკუმენტის შექმნა.
მას შემდეგ კონსტიტუციაში ყველა შეტანილი ცვლილება იყო ერთი პარტიის მიერ დაწერილი. სამწუხაროდ, იგივე გრძელდება ახლა. მოვუწოდებ დეპუტატებს, იმ ხალხს, ვინც უნდა გადაწყვიტოს კონსტიტუციის მიღება-არმიღების ბედი, თქვენ ხელში გაქვთ პულტები, შეეცადეთ, ეს პულტები არ გამოიყენოთ, რადგან ძალადობით, თანხმობის გარეშე კონსტიტუციის მიღება არ არის სწორი ნაბიჯი, რომელიც უნდა გადადგათ. ნუ იძალადებთ პოლიტიკურ პროცესზე თქვენი პულტებით", განაცხადა მარგველაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.