უმრავლესობის დეპუტატი გიორგი ვოლსკი პარლამენტის მიერ საკონსტიტუციო ცვლილების პირველი მოსმენით მიღებაზე პრეზიდენტის მიერ გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება.
ვოლსკი ფიქრობს, რომ „პრეზიდენტი არც დღევანდელი და არც მომავალი კონსტიტუციით ამ ფორმატში და ამ ფარგლებში არ უნდა აკეთებდეს მსგავს განცხადებებს".
„ვფიქრობ, თუკი ხალხის ინტერესებზეა საუბარი, სწორედ მან უნდა გაითვალისწინოს ამის აუცილებლობა. მე ვერ ვილაპარაკებ მის მაგივრად. შეიძლება ვივარაუდოთ, რომ პრეზიდენტი ფიქრობს პოლიტიკურ ველზე დარჩენას და შეიძლება 2018 წელს მიიღოს არჩევნებში მონაწილეობა. მაგრამ, როცა იმყოფები იმ პოზიციაზე, როცა გავლენა შეგიძლია მოახდინო ჩვენს სანუკვარ მიზანზე, რასაც სტაბილურობა წარმოადგენს, ცოტა ათჯერ მაინც უნდა გაზომო და ერთხელ გაჭრა,“ განაცხადა ვოლსკიმ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.