საკონსტიტუციო კომისიის მიერ შემუშავებული ცვლილებებით, ბალანსდება და მკაფიოდ ნაწილდება პასუხისმგებლობები ხელისუფლების შტოებს შორის, აღნიშნული განცხადება საქართველოს პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე გააკეთა.
მისი თქმით, უმრავლესობის მიერ ცვლილებების ინიცირება აუცილებელი და გარდაუვალი იყო ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის.
„პარლამენტი იძენს თავის ბუნებრივ როლს და წონას; მარტივდება პარლამენტის მიერ მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადების პროცედურები; მთავრობა ხდება უფრო ეფექტური; კიდევ უფრო კონკრეტდება პრეზიდენტის, როგორც ნეიტრალური არბიტრის ფუნქციები; იზრდება ადამიანის, საზოგადოების დაცულობის ხარისხი და კონსტიტუციის გარდამავალ დებულებებში ფიქსირდება ქვეყნის საგარეო პოლიტიკური არჩევანი.
საკონსტიტუციო ცვლილებებით რეგულირდება შემდეგი უმნიშვნელოვანესი საკითხები: მიწის გასხვისება აღარ იქნება შესაძლებელი საქართველოს მოქალაქეობის არმქონე პირზე, შესაძლებელი იქნება მხოლოდ გრძელვადიანი იჯარით მიწის გაცემა განსაკუთრებულ შემთხვევებში; იზრდება საპარლამენტო ოპოზიციის უფლებები; შესაძლებელი ხდება საპარლამენტო ოპოზიციის მიერ საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნა; იზრდება სახელმწიფოს სოციალური პასუხისმგებლობა; იზრდება შრომითი უფლებების დაცულობის ხარისხი; მყარდება სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობის გარანტიები; კონსენსუსის მიღწევის მიზნით, 2018 წელს ისევ პირდაპირი წესით იქნება არჩეული პრეზიდენტი; საბოლოო ჯამში კი, ამ ეტაპისთვის შეთანხმების მიღწევა ვერ მოხერხდა მხოლოდ ერთ კონკრეტულ საკითხზე - პროპორციულ სისტემაზე გადასვლის თარიღზე.
აღნიშნულ საკითხზე აზრთა სხვადასხვაობა იყო საპარლამენტო უმრავლესობაშიც, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ჯანსაღი და დემოკრატიული მიდგომების არსებობას ჩვენი ხელისუფლების პირობებში. საბოლოოდ, პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატების ის ნაწილიც, რომელსაც განსხვავებული პოზიცია აქვს ამ საკითხთან მიმართებაში, დაეთანხმა გადაწყვეტილებას, რომ ჩვენი ქვეყანა 2024 წლიდან გადავა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე და ეს კონსტიტუციაში იქნება ასახული. ამასთან, ჩვენმა გუნდმა გამოავლინა პოლიტიკური ნება და მიიღო ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, შემდეგი საპარლამენტო არჩევნებისთვის, ერთი მოწვევის პერიოდისთვის საარჩევნო ბარიერის 5-დან 3%-მდე დაწევასთან დაკავშირებით, რაც იმას ნიშნავს, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე მეტ პოლიტიკურ პარტიას მიეცემა შესაძლებლობა იყვნენ წარმოდგენილი საქართველოს პარლამენტში", განაცხადა პრემიერ მინისტრმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.