ყოფილი ამერიკელი დიპლომატიური ოფიცერი ჩინელი აგენტისთვის უაღრესად საიდუმლო ინფორმაციების გადაცემისთვის დააპატიმრეს
22-06-2017, 16:31

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ყოფილი ამერიკელი დიპლომატიური ოფიცერი დააპატიმრეს და ბრალი წაუყენეს ჩინეთის აგენტისთვის უაღრესად საიდუმლო დოკუმენტების მიცემისთვის. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

 


ფიცის ქვეშ მიცემული ჩვენების თანახმად, 60 წლის კევინ მალორიმ, ვირჯინიიდან, შანხაიში 2017 წლის მარტსა და აპრილში იმოგზაურა.

 


მას ინტერვიუ ჩამოართვა საბაჟო სამსახურის აგენტმა ჩიკაგოს აეროპორტში მას შემდეგ, რაც ორ ხელისჩანთაში ნაღდი ფულის სახით არადეკლარირებული 16,500 აშშ დოლარი უპოვეს.

 


იუსტიციის დეპარტამენტის ოფიციალურმა პირმა განაცხადა, რომ ბრალდებები „სერიოზულია“.

 


ანდრიუ ვეილმა, FBI-ს (ფედერალური საგამოძიებო ბიუროს) ვაშინგტონის ოფისის დირექტორის თანაშემწემ განაცხადა: „კევინ მალორის წინათ წვდომა გააჩნდა უაღრესად საიდუმლო ინფორმაციაზე, რომელსაც ის სავარაუდოდ უზიარებდა უცხო ქვეყნის მთავრობის წარმომადგენლებს და გეგმავდა გაზიარების გაგრძელებას მათთან“.

 


მაისში, FBI-ს აგენტებთან ნებაყოფილობითი ინტერვიუს დროს მალორიმ განაცხადა, რომ პიროვნებამ, რომელსაც იგი შანხაიში შეხვდა, მას უთხრა, რომ ის ჩინურ ექსპერტთა ორგანიზაციაში, შანხაის სოციალურ მეცნიერებათა აკადემიაში მუშაობდა.

 


აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის თანახმად, სულ მცირე 2014 წლის შემდეგ, FBI-ს სწამს, რომ ჩინეთის აგენტები შანხაის სოციალურ მეცნიერებათა აკადემიის წევრობას იმისათვის იყენებენ, რომ გულმოდგინედ დაფარონ მათი იდენტურობა.

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი