14 აპრილს, საქართველო „დედა ენის დღეს“ აღნიშნავს. „დედა ენის დღის“ აღნიშვნას საფუძვლად, 1978 წელს გამართული დემონსტრაცია უდევს, როდესაც საბჭოთა კავშირის კონსტიტუციის ახალი რედაქციის თანახმად, ქართული ენის სახელმწიფო ენად დარჩენის სტატუსს საფრთხე დაემუქრა.
დემონსტრაციები თბილისში 1978 წლის 14 აპრილს დაიწყო ქართული ენის კონსტიტუციური სტატუსის შეცვლის მცდელობის საპასუხოდ.
1977 წელს, ახალი საბჭოთა კონსტიტუციის მიღების შემდეგ საქართველოს სსრ უზენაესმა საბჭომ შეიმუშავა კონსტიტუციის გეგმა, რომელშიც 1936 წლის კონსტიტუციისგან განსხვავებით, ქართული, სახელმწიფო ენად უკვე აღარ იყო გამოცხადებული. ამ ინიციატივას საპროტესტო აქციების მთელი სერია მოჰყვა, რომლის შედეგად შეტაკება ათასობით მომიტინგესა და საბჭოთა მთავრობას შორის გარდაუვალი გახდა.
კრიზისის განმუხტვა შესაძლებელი გახდა ედუარდ შევარდნაძის მიერ მაშინდელი საბჭოთა კავშირის ხელისუფლების პირველ პირებთან მოლაპარაკებით, რომლის შედეგად მიღებულ იქნა ნებართვა შეენარჩუნებინათ ახალ კონსტიტუციაში ქართული ენის სტატუტი.
საბჭოთა კავშირის ცენტრალური მთავრობის ამ უჩვეულო დათმობამ თბილისში ემოციები დააცხრო, თუმცა დაძაბულობა გამოიწვია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკაში, სადაც აფხაზმა კომუნისტურმა ელიტამ ეს ნაბიჯი ქართული ნაციონალიზმის წინაშე კაპიტულაციად შერაცხა და მოითხოვა ავტონომიის, საქართველოდან რუსეთის ფედერაციის დაქვემდებარებაში გადატანა. ეს მოთხოვნა უარყოფილ იქნა, თუმცა რამდენიმე პოლიტიკური, კულტურული და ეკონომიკური დათმობა მაინც გაკეთდა.
ამ მოვლენების აღსანიშნავად 1990 წლიდან, 14 აპრილი საქართველოში დედა ენის დღედ აღინიშნება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.