დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატი გიორგი ფანცულაია საპატრიარქოს მიერ პატრიარქისა და დეკანოზის ოჯახის შეხვედრის აუდიომასალის გასაჯაროებას ეხმაურება.
სასულიერო პირის ინტერესების დამცველი აცხადებს, რომ აქვს კითხვები, რატომ არ გამოქვეყნდა ვიდეოჩანაწერი.
„როგორც ჩემთვის ცნობილია, მიმდინარეობდა არა მარტო აუდიო, არამედ ვიდეოჩაწერა და თუ გასაჯაროებაა, უნდა გასაჯაროვდეს სრულად, რასაც ვითხოვდით ამ ხნის განმავლობაში. მაგალითად, მამა დავით ჭინჭარაული ხელით როგორ აჩერებდა დეკანოზის ძმას, აუდიოჩანაწერში მარტივად არ გამოჩნდება. არც ის გამოჩნდება, ჩვენი უწმინდესი და უნეტარესი როგორი გაოცებული უსმენდა თორნიკე მამალაძეს, როცა ნამდვილ სიმართლეს ეუბნებოდა. აქედან გამომდინარე, არა მარტო ის არ ვიცით, აუდიოჩანაწერები სრულია თუ არა, არც ის, ვიდეოჩანაწერი რატომ არ არის. მე გავეცნობი, მაგრამ აქედანვე მექმნება კითხვის ნიშნები", განაცხადა გიორგი ფანცულაიამ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.