ეს ჩემთვის იყო ცის ჩამოვარდნა, როცა მითხრეს, რომ დააპატიმრეს მამა გიორგიო, აღნიშნული განცხადება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ დეკანოზ გიორგი მამალაძის ოჯახის წევრებთან შეხვედრისას გააკეთა.
დეკანოზის ძმამ, თორნიკე მამალაძემ მიმართა პატრიარქს, თუ როგორი იყო მისი პირადი დამოკიდებულება გიორგი მამალაძის მიმართ.
„მე ცუდი არაფერი მინახავს მამა გიორგისგან და ეს ჩემთვის იყო ცის ჩამოვარდნა, როცა მითხრეს, რომ დააპატიმრეს მამა გიორგიო. ღმერთი მოწყალეა და ღმერთმა მშვიდობა მისცეს მამა გიორგის, მის ოჯახს”, ბრძანა ილია მეორემ.
უწმინდესისა და დეკანოზ გიორგი მამალაძის ოჯახის წევრების შეხვედრის აუდიომასალა საპატრიარქომ გამოაქვეყნა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.