ახალციხის მუნიციპალიტეტის მერია, ვლადიმერ ზედგნიძის თაოსნობით, ქალაქის გამწვანების აქციებს სისტემატურად აწყობს. ამ დროისთვის ქალაქის ცენტრალურ ტერიტორიაზე 90-მდე სხვადასხვა ჯიშის ფოთლოვანი ხე-მცენარე, ასევე 100-მდე წიწვოვანი ჯიშის მცენარეები ძირითადად კედარი, ცაცხვი და წაბლი დაირგო და 700-ზე მეტი ხე ახლო მომავალში დაირგვება.

„ასევე დავრგეთ ვარდებიც“, ამბობს ვლადიმერ ზედგინიძე და განაგრძობს:

„მე მიყვარს ვარდები, ჩემს ქალაქსაც უყვარს ვარდები, ამიტომ საკუთარი თანხით ვიყიდე 900-მდე ვარდი და ჩემი ხელით დავრგე ჩემს თანამშრომლებთან ერთად, ვუვლი მათ, ყოველდღე დავდივარ სასხლავი მაკრატლით, ვთოხნი, ვწმენდ - ამ ვარდებმა უნდა იხარონ.

„რგვების აქციები ყოველდღე გრძელდება - სამუშაო საათების შემდეგ, ისე, რომ თანამშრომლები არ მოვაცდინო, გავდივარ ჩემს პატარა ჯგუფთან ერთად და ვრგავთ.

„700-ზე მეტი ხე დასარგავად გამზადებულია. უახლოეს ხანში დავიწყებთ ჩვენ 9 აპრილის ქუჩაზე, იქ, სადაც შენდება და მალე დამთავრდება შალვა ახალციხელის სახელობის ტაძარი, ტაძრის პირდაპირ გაკეთდება სკვერი და ხეივანი. სკვერი იქნება 4 000 მესხის სახელობის, იმ 4 000 მესხისა, რომლებიც შალვა ახალციხელთან ერთად, გარნისში იბრძოდა“, უთხრა ვლადიმერ ზედგინიძემ Guardian.ge-ს.

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.