თავდაცვის უწყების წარმომადგენლები ჩეხეთის თავდაცვის ინდუსტრიის კომპანიების პრეზენტაციებს დაესწრნენ
23-06-2017, 07:12

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე გიორგი ბუთხუზი და შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვლადიმერ ჩაჩიბაია, ასევე გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე, ბრიგადის გენერალი შალვა ჯაბახიძე საქართველოში ჩეხეთის რესპუბლიკის საელჩოში გამართულ ჩეხეთის თავდაცვის ინდუსტრიის კომპანიების პრეზენტაციებს დაესწრნენ.

 


ღონისძიება, საქართველოში ოფიციალურ ვიზიტად მყოფმა, ჩეხეთის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრმა გახსნა. სიტყვით გამოსვლისას, მარტინ სტროპნიცკიმ აღნიშნა, რომ ჩეხეთის თავდაცვის ინდუსტრიის კომპანიები საერთაშორისო ბაზარზე წარმატებულები არიან. მან საქართველოსთან სამხედრო მრეწველობის სფეროში თანამშრომლობის იმედი გამოთქვა.

 

 

ჩეხეთის თავდაცვის ინდუსტრიის შესახებ კომპანიების - „აერო ვოდოხოდის“, „ვოპ ცზ“-ის, „ვრ ჯგუფის“, „ტატრას“, „დსიას“, „ომნიპოლისა“ და „ერას“ წარმომადგენლებმა ისაუბრეს.

 

 

მათ დაინტერესებულ აუდიტორიას კომპანიების ძირითადი მიმართულებები, ისტორია და წარმოების არეალი გააცნეს.

 


ღონისძიება საქართველოში ჩეხეთის საელჩოს ორგანიზებით ჩატარდა. შეხვედრას საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბისა და უსაფრთხოების სფეროს წარმომადგენლები დაესწრნენ. სტუმრებს მასპინძლობა ჩეხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში ტომაშ პერნიცკიმ, ჩეხეთის რესპუბლიკის თავდაცვის ატაშემ, ვიცე-პოლკოვნიკმა შტეფან გრივალსკიმ და საელჩოს წარმომადგენლებმა გაუწიეს.

 

 

ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი