ლონდონის პოლიციის განცხადებით, „გრინფილ თაუერში“ ხანძარი მაცივრის საყინულიდან გაჩნდა
23-06-2017, 09:51

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ლონდონის პოლიციის განცხადებით, დედაქალაქის „გრინფილ თაუერში“ ხანძრის გაჩენის მიზეზი მაცივარი გახდა, კერძოდ, ცეცხლი მაცივრის საყინულეში გაჩნდა, და გარე გარსაკრავის იზოლაციის მასალამ ვერ უპასუხა უსაფრთხოების ზომებს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

 


პოლიციის განცხადებით, საქმე არაწინასწარგანზრახული მკვლელობის, ჯანრთელობის დაზიანებისა და ხანძრის უსაფრთხოების ნორმების დარღვევის მუხლებით აღიძრა.

 


79 ადამიანია გარდაცვლილი ლონდონის 27-სართულიან საცხოვრებელ კორპუსში ცეცხლის გაჩენის შედეგად, რამაც 151 ბინა და სახლი გაანადგურა კორპუსსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე.

 


მთავრობამ ბრძანება გამოსცა დაუყოვნებლივ შემოწმდეს Hotpoint-ის მაცივრის საყინულე, რამაც განაპირობა ცეცხლის გაჩენა.

 


Whirlpool-მა, რომლის მფლობელობაშიცაა Hotpoint-ი განაცხადა: „ჩვენ უღრმეს სამძიმარს გამოვხატავთ გარდაცვლილთა ოჯახების და ახლობლებისადმი, ასევე მათი სახლების და ქონების განადგურების გამო“.

 


პოლიციამ განაცხადა, რომ ცეცხლი განზრახ არ გაჩენილა და ხანძრის გავრცელების სისწრაფე „მოულოდნელი“ იყო.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი