საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი და საქართველოს პროკურატურის მიერ ძებნილი მიხეილ სააკაშვილი - რომელიც უკრაინის ხელისუფლებიდან ვიქტორ იანუკოვიჩის ჩამოცილების შემდეგ პრეზიდენტად არჩეული პეტრო პოროშენკოს გვერდით ხშირად ჩანდა და მასთან გამორჩეული მეგობრობის ხაზგასმასაც ახდენდა, ვიდრე მასსა და პოროშენკოს შორის ურთიერთობები გაფუჭდებდოა, რაც ოდესის ოლქის გუბერნატორობიდან მისი წასვლითა და ოპოზიციაში გადასვლით დასრულდა - ახლა აცხადებს, რომ მუქარებს უთვლიან და პირდაპირ ეუბნებიან, რომ თუ არ გაჩერდება, ისე “გაუშვებენ ქვეყნიდან, როგორც შეუშვეს“.
იმ ფონზე კი, როცა ცნობილი გახდა, რომ პეტრო პოროშენკო ივლისში სახელმწიფო ვიზიტად საქართველოში ჩამოდის, რაზეც თავად პოროშენკომ განაცხადა ბრიუსელში ტელეკომპანია „რუსთავი 2“-თან საუბრისას, სააკაშვილი აცხადებს, რომ უკრაინის პრეზიდენტი საქართველოს ყოფილ პრემიერ მინისტრს, ბიძინა ივანიშვილს, მისი სიტვებით, „ოლიგარქი ოლიგარქს“ აუცილებლად შეხვდება.
მისთვის, ისიც ეჭვგარეშეა, რომ „პოროშენკოს აქვს მოლაპარაკებები ივანიშვილთან“, თუმცა ყოფილი პრეზიდენტი ამბობს, რომ მას არ აქვს იმის შიში, რომ პოროშენკომ მისთვის უკრაინის მოქალაქეობის ჩამორთმევა და მისი საქართველოში ექსტრადირება გაბედოს, რადგან მას ამის „არც თავი და არც შესაძლებლობა არ აქვს“.
„პოროშენკოს აქვს მოლაპარაკებები ივანიშვილთან, საერთოდ ეჭვს არ იწვევს ეს. ეს ყველაფერი არის მანევრები იმის გარშემო, ნაბიჯები, შემომითვალეს მუქარა, ხალხი გამომიგზავნეს, რომ მივეხვედრებიეთ, მერე პირდაპირ მითხრეს, რომ თუ ახლა არ გაჩერდები, როგორც შემოგიშვით, ისე გაგიშვებთ... არავისთან არ ვაპირებ ...(აქ მისი სიტყვა გაურკვევლად ისმის), მით უმეტეს ოლიგარქებს, კორუმპირებულთა კასტას საჯიჯგნავად ჩემი საყვარელი უკრაინა, იმიტომ, რომ მათ შორის აქ წყდება საქართველოს ბედი. საქართველოში ოლიგარქებთან დათმობებმა სადამდეც მიგვიყვანა, ეს იყო ჩემი პირადი შეცდომა, ყველამ დავინახეთ, საქართველო არის განადგურების პირას. უკრაინაში, და რა თქმა უნდა პარალელურად საქართველოში მე ოლიგარქებთან დათმობებს და გარიგებას არ ვაპირებ და არც არსდორს არ ვაპირებდი. ამიტომ ეს არის და ეს... საერთოდ ეჭვი არ მეპარება, რომ შეხვდება, ოლიგარქი ოლიგარქს ყოველთვის ხვდება, გაჭრილი ვაშლივით, ტყუპისცალებივით ჰგვანან ერთმანეთს“, განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-თან სატელეფონო ინტერვიუში.
მისივე თქმით, „პარაშენკო ასევე ჰგავს ერთ ადამიანს... ეს არის ედუარდ შევარდნაძე“, რაც მასთან ოპოზიციურ ფორმატში ურთიერთობას უადვილებს.
„ასე რომ, ზუსტად ვიცი ედუარდ შევარდნაძესთან როგორი მეთოდებით მქონდა ურთიერთობა ბოლო წლებში. ზუსტად ვიცი ოლიგარქებთან როგორ უნდა მქონოდა ურთიერთობა და რა შეცდომები დავუშვი, და ამ პირობებში, ასეთი გამოცდილებით გამდიდრებული და იმ პირობებში, როცა ენერგია საკმარისზე მეტი მაქვს, და განწყობა მაქვს საბრძოლო, ამ ბრძოლას ჩვენ არ წავაგებთ, მოვიგებთ და რა თქმა უნდა ჩვენ ბოლომდე მივიყვანთ, როგორც უკრაინის განთავისუფლებას, ასევე საქართველოს ხელახლა განთავისუფლებას“, აცხადებს მიხეილ სააკაშვილი, რომლის თქმითაც, პეტრო პოროშენკოს მისთვის უკრაინის მოქალაქეობის ჩამორთმევის და საქართველოში ექსტრადირების „არც თავი და არც შესაძლებლობა არ აქვს“.
„პარაშენკოს არ აქვს ისეთი პოლიტიკური მდგომარეობა უკრაინაში, არ აქვს მაგის თავი და არც შესაძლებლობა, რომ მე უკრაინაში არ შემიშვას ან მოქალაქეობა ჩამომართვას. ეს რომ გააკეთოს, ისე შემოუბრუნდება, რომ... მან ეს მშვენივრად, კარგად იცის, ეს გამოიწვევს წარმოუდგენელ დარტყმას პირადად მასზე... ამიტომ მე ამის საერთოდ არ მეშინია. მე ვარ ძალინ დიდი მხარდაჭერის ქვეშ უკრაინის ხალხის, ისევე როგორც ქართველის ხალხის, სხვათა შორის. ძალიან დიდი გეგმები მაქვს უკრაინაში, ისევე როგორც სქართველოში და ამიტომ ვერანაირი ოლიგარქების გარიგებები, და ოლიგარქების რაღაც კულისებს შორის შეთანხმებებით ამას ვერ შეაჩერებენ. მე მაქვს გამომუშავებული მყარი ინსტინქტი, რომ ოლიგარქებს არაფერი არ დავუთმო“, განაცხადა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა.
თავად პოროშენკომ კი საქართველოში დაგეგმილ ვიზიტზე ქართულ ტელეკომპანიასთან კომენტირებისას თქვა: „არავისთან ვაპირებ უკრაინის მოქალაქის მოქალაქეობის საკითხის განხილვას“, თუმცა ამ კონტექსტში კონკრეტულად სააკაშვილი არ უხსენებია, მაგრამ დაამატა: „არ ვემხრობი იდეას, შევაფასო რას აკეთებს მიხეილ სააკაშვილი ჩემს ქვეყანაში, რადგან ის პირადად მე მოვიწვიე დამხმარებოდა ოდესის ოლქში რეფორმების გასატარებლად. სამწუხაროდ, შედეგს ვხედავთ და თუ არ იცით, მნიშვნელოვანია რომ იცოდეთ“, განაცხადა პოროშენკომ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.