მარტინ ლიდეგორდი: დიდი სურვილი გვაქვს, რომ ვიზალიბერალიზაციის საკითხი საქართველოსთვის წარმატებით გადაწყდეს
14-04-2015, 02:14

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]


ძალიან დიდი სურვილი გაქვს, რომ ვიზალიბერალიზაციის საკითხი საქართველოსთვის წარმატებით გადაწყდეს, - ამის შესახებ საქართველოში ოფიციალურ ვიზიტად მყოფმა დანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა მარტინ ლიდეგორდმა საქართველოს, პოლონეთის და შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრების ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.


"ევროკავშირის თავისუფალი ქვეყნების მინისტრებს ვუერთდები იმ სოლიდარობაში, რომელსაც ყველა ჩვენგანი უცხადებს არა მხოლოდ საქართველოს მთავრობას, არამედ საქართველოს ხალხს. ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ ყველა ის ნაბიჯი, რომელსაც ჩვენ ვდგამთ ამ პერიოდის მანძილზე, ჩვენ ამას ვაკეთებთ არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ ევროპისთვის, რაც საბოლოო ჯამში, ჩვენს ქვეყნებს დააახლოვებს, როგორც პოლიტიკურად, ასევე ვაჭრობის, ინვესტიციების კუთხით. რა თქმა უნდა, ჩვენ ძალიან გვინდა და დარწმუნებული ვარ, რომ სხვა ქვეყნებიც გვიერთდებიან, რომ იმ გზაზე, რომელსაც საქართველო გადის, შევუერთდეთ მას, მხარი დავუჭიროთ, დავეხმაროთ. დანიაში ამ კუთხით უამრავი უწყება მუშაობს", - განაცხადა ლიდეგორდმა და დაამატა:


"ნებისმიერ შემთხვევაში ქვეყანამ უნდა გააგრძელოს რეფორმები. ეს, რა თქმა უნდა, ამგვარ ვითარებაში რთულია, მაგრამ უნდა გაძლიერდეს ანტიკორუფციული პროგრამები და ასევე სასამართლო სისტემის რეფორმირება, მისი დახვეწა და ა.შ", - განაცხადა ლიდეგორდმა და ხაზი გაუსვა თუ რა მნიშვნელობა აქვს საქართველოსთვის რიგის სამიტს.


"რიგის სამიტამდე რამდენიმე კვირა დარჩა და ყველამ ვიცით, რომ ეს იქნება მნიშვნელოვანი ნიშანსვეტი საქართველოს სახელმწიფოებრიობის ისტორიაში იმიტომ, რომ საქართველო გახლავთ მნიშვნელოვანი წევრი ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკის, პარტნიორობის და რა თქმა უნდა, როცა საქმე ეხება რეფორმების განხორციელებას, ჩვენ, რასაკვირველია, ძალიან დიდი სურვილი გვაქვს, რომ ვიზალიბერალიზაციის საკითხი საქართველოსთვის წარმატებით გადაწყდეს. ამასთან დაკავშირებით საქართველომ უნდა გამოიჩინოს კონკრეტული ინიციატივები. დღეს ჩვენ არაფრის დაპირება არ შეგვიძლია, მაგრამ ერთადერთი შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენ არ დავიშურებთ ძალისხმებას, რომ ეს ყველაფერი შესაძლებელი გახდეს", - განაცხადა დანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი