თბილისი-მარნეულის გზატკეცილზე ერევნის მიმართულებით მიმავალი სამგზავრო ავტობუსი, რომელშიც 60-მდე მგზავრი იმყოფებოდა, სოფელ კუმისთან ამობრუნდა
25-06-2017, 02:56

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ავტოსაგზაო შემთხვევა თბილისი-მარნეულის გზატკეცილზე - კუმისის მიმდებარე ტერიტორიაზე თბილისიდან ერევნის მიმართულებით მიმავალი სამგზავრო ავტობუსი, რომლის მგზავრების აბსოლუტურ უმრავლესობას სომხეთის მოქალაქეები შეადგენდნენ და მათ შორის ბავშვებიც იყვნენ, ამობრუნდა.

 

 

როგორც Guardian.ge-ს კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, ავარიის შედეგად, რამდენიმე ადამიანია დაშავებული, ისინი სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.

 

 

 

 

 

შემთხვევა კვირას, დილით, დაახლოებით, 10:30 წუთზე მოხდა.

 

 

ავარიის მიზეზი, როგორც Guardian.ge-ს ავტობუსის მძღოლმა განუცხადა, მის წინ მიმავალი ნისანის" მარკის ავტომობილის მიერ მოძრაობის წესების დარღვევა გახდა.

 

 

 

 

 

„ნისანის" მარკის ავტომობილი მარცხენა მიმართულებით არასწორად აპირებდა გადასწრებას. ფატალური შემთხვევისგან თავის არიდების მიზნით, უეცრად საჭე მარჯვნივ ავიღე, რის შედეგადაც ავტობუსი ამობრუნდა", განუცხადა Guardian.ge-ს ავტობუსის მძღოლმა, სომხეთის მოქალაქემ რუსულ ენაზე.

 

 

ავტობუსის ერთ-ერთი მგზავრი ასევე აცხადებს, რომ სატრანსპორტო საშუალება გადაჭარბებული სიჩქარით არ მოძრაობდა.

 

 

 

 

 

 

მე წინ ვიჯექი და ვუყურებდი, თუ რა მოხდა და ყველა მგზავრი დამემოწმება, რომ ავტობუსი არ მიდიოდა გადაჭარბებული სიჩქარით, დაახლოებით, 50 კმ სთ-ში სიჩაქარით მივდიოდით, როდესაც „ნისანის" მარკის ავტომანქანამ არასწორად გადასწრება მოინდომა", განაცხადა მგზავრმა ქალბატონმა, რომელიც სომხეთის მოქალაქეა. 

 


ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი, ასევე ელოდებიან ექსპერტთა ჯგუფს, რომელიც ვითარებას ადგილზე შეისწავლის.

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი