პაკისტანში ნავთობის ტანკერის აფეთქების შედეგად 123 ადამიანი დაიღუპა. როგორც ბრიტანული სამაუწყებლო კორპორაცია (BBC) იუწყება, ტანკერი, რომელსაც რამდენიმე ტონა საწვავი გადაჰქონდა, ქალაქ ბაჰავალპურთან ამობრუნდა.
პოლიციის განცხადებით, გადაბრუნებულ მანქანასთან ადგილობრივი მოსახლეობა საწვავის შესაგროვებლად შეიკრიბა, რა დროსაც აფეთქება მოხდა.
შემთხვევის შედეგად 70-მდე ადამიანია დაშავებული. ისინი საავადმყოფოებში გადაიყვანეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.