შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: ჩვენ უნდა გავიხედოთ მომავალში, ვიდრე წარსულში
14-04-2015, 02:39

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]


ჩვენ უნდა გავიხედოთ მომავალში, ვიდრე წარსულში და საქართველომ უნდა განაგრძოს დემოკრატიული, გამჭვირვალე ინსტიტუტების შექმნა, – ამის შესახებ შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მარგოტ ვალსტრომმა საგარეო საქმეთა სამინისტროში, საქართველოს, დანიის, პოლონეთისა და შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრების ერთობლივ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა.

 
“ეს ჩემი პირველი ვიზიტია საქართველოში მინისტრის რანგში. ჩვენ ჩამოვედით სამეგობროდ, ჩვენ ჩამოვედით მხარდასაჭერად, მაგრამ ცოტა რთულად დგას საკითხი, იმიტომ რომ ჩვენ მოთხოვნებიც გვაქვს. რეფორმების პროცესი არის აუცილებელი ევროინტეგრაციისათვის. ჩვენ უნდა გავიხედოთ მომავალში, ვიდრე წარსულში და საქართველომ უნდა განაგრძოს ყველა ის მნიშვნელოვანი ძალისხმევა და შექმნას დემოკრატიული, გამჭვირვალე ინსტიტუტები, რომლებიც პასუხისმგებელი იქნებიან ხალხის, ერის წინაშე. ჩვენ ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ რეფორმას სასამართლო სისტემაში და ჩემმა ყველა კოლეგამ ამას ხაზი გაუსვა. რა თქმა უნდა, ჩვენ მზად ვართ თანამშრომლობისათვის. შვედეთს საკმაოდ ხანგრძლივი და საკმაოდ კარგი თანამშრომლობა აკავშირებს საქართველოსთან. ჩვენ გავაგრძელებთ ქვეყნის გვერდში დგომას და დაგეხმარებით თქვენი მიზნების ასრულებაში”, – განაცხადა შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი