საქართველოს საპატრიარქოს საიტიდან დეკანოზ გიორგი მამალაძის ოჯახის წევრების საპატრიარქოში შეხვედრის აუდიოჩანაწერი წაიშალა.
აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას თავად საპატრიარქო ავრცელებს და განმარტავს, რომ აუდიომასალის დაბლოკვა „მოულოდნელად, გაურკვეველი მიზეზების გამო" მოხდა.
„ჩვენს მიერ გამოქვეყნებული აუდიოჩანაწერი, რომელიც სრულად ასახავდა დეკანოზ გიორგი მამალაძის ოჯახის წევრების საპატრიარქოში შეხვედრას, გაურკვეველი მიზეზების გამო მოულოდნელად დაიბლოკა და უკვე დილიდან იგი საიტზე აღარ არის. ვარკვევთ ამის მიზეზებს, მანამდე კი დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ იგივე ჩანაწერი იხილონ საპატრიარქოს ტელევიზია „ერთსულოვნების“ გვერდზე", აღნიშნულია საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.