სოსო ცინცაძე: ივანიშვილს „ქართული ოცნების“ გადახალისება აუცილებლად მოუწევს
14-04-2015, 02:49

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]


პოლიტოლოგ სოსო ცინცაძის განცხადებით, ყოფილ პრემიერ-მინისტრსა და არასამთავრობო ორგანიზაცია „მოქალაქე“-ს დამფუძნებელს ბიძინა ივანიშვილს, პარტია „ქართული ოცნების“ გადახალისება აუცილებლად მოუწევს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მას მმართველი უმრავლესობის შენარჩუნება გაუჭირდება. ამის შესახებ სოსო ცინცაძემ გაზეთ „ახალ თაობასთან“ საუბრისას განაცხადა.


„ივანიშვილმა თავის დროზე ეს გუნდი ფორსმაჟორის რეჟიმში შეადგინა. მას დრო არ ჰქონდა, რომ საფუძვლიანად შეესწავლა კოალიციაში გაწევრიანებული პარტიების პერსონალიების წონა, თუ რა მოწონების რეიტინგით სარგებლობდნენ ისინი საზოგადოებაში. 2012 წლის არჩევნების დროს, ივანიშვილისთვის გადამწყვეტი იყო საკუთარი ავტორიტეტი. 5-6 პარტია მხოლოდ კამუფლაჟად სჭირდებოდა“,- განაცხადა ცინცაძემ.


მისი თქმით, 2016 წლის საპარლამეტნო არჩევნებზე ასეთი მიდგომა მიუღებელი იქნება.


კითხვაზე, შეიძლება თუ არა ბიძინა ივანიშვილი და „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე საზოგადოებამ ერთ კოალიციაში იხილოს, პოლიტოლოგმა განაცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილს ნინო ბურჯანაძის გარდა, ალტერნატივა არ აქვს.

 


„მე როგორც ვიცი ბურჯანაძე ინიციატივას არ იჩენს, რომ ივანიშვილს პარტნიორობა შესთავაზოს. ისე, ივანიშვილს, სხვა ალტერნატივა არ გააჩნია. ბურჯანაძე მძიმეწონიანი პოლიტიკოსია. გარდა ამისა, თუ ივანიშვილი რუსეთთან ურთიერთობის დალაგებას რეალურად ცდილობს, მაშინ მით უფრო უნდა აწყობდეს ეს ურთიერთობა“,-განაცხადა ცინცაძემ.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი