ჩვენ გვინდა თბილისი დაპირისპირებისა და სიძულვილის გარეშე, აღნიშნული განცხადება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან" თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატმა, ნიკა მელიამ გააკეთა.
მისი თქმით, თბილისი და საქართველო, ისტორიულ გასაყარზე უდიდეს გამოწვევათა წინაშე იმყოფება.
„დღეს აქ მოვედით, რათა ერთად დავიწყოთ მოძრაობა უიმედობისა და უპერსპექტივობის, სიღარიბისა და მიუსაფრობის, მაფიოზური კლანისა და ოლიგარქიის, ნეპოტიზმისა და კორუფციის დასამარცხებლად. ხუთი წელია, მეგობრებო, ხელისუფლება თესავს სიძულვილს, სიძულვილს, რომელიც თითოეულს ჩვენთაგანს გვაწუხებს, ჩვენ გვინდა თბილისი დაპირისპირებისა და სიძულვილის გარეშე. ხუთი წელია ხელისუფლება ამკვიდრებს გათიშულობას, ცინიზმს, უიმედობას, თუმცა, ჩვენ გვსურს, რომ თბილისი იყოს წარმატებული და ბედნიერი ადამიანების ქალაქი", განაცხადა ნიკა მელიამ მეტეხის ტაძრის ეზოში, სადაც თბილისის საკრებულოს თავმჯდომარისა და თბილისის მერობის კანდიდატის ოფიციალური წარდგენა გაიმართა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.