საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარი დავუჭირეთ იმიტომ, რომ უდავოა იგი მოქმედ კონსტიტუციასთან შედარებით გაუმჯობესდა ბევრი თვალსაზრისით, აღნიშნული განცხადება ფრაქცია „ქართული ოცნება - სოციალ-დემოკრატების“ თავმჯდომარემ, გია ჟორჟოლიანმა დღეს გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.
ფრაქციის თავმჯდომარე კონსტიტუციის 94-ე მუხლის გაუქმებას უჭერს მხარს.
„94-ე მუხლის არსებული ფორმით დატოვება მიუღებლად მიგვაჩნია, რადგან იგი ეჭვქვეშ აყენებს პარლამენტის მიერ მისი ძირითადი ფუნქციის განხორციელებას - წარმომადგენლობით კანონშემოქმედებასა და საშინაო პოლიტიკის განსაზღვრას. ამიტომ ვთვლით, რომ არ არსებობს მიზეზი ამ ცვლილების გადადებისთვის.... საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარი დავუჭირეთ იმიტომ, რომ უდავოა იგი მოქმედ კონსტიტუციასთან შედარებით გაუმჯობესდა ბევრი თვალსაზრისით: მმართველობის სისტემის, სასამართლოს, მიწის ფლობის, ადამიანის უფლებათა საკითხებზე ახალი ჩანაწერები, წარმოდგენილი ჩვენი პარტიის თუ სხვათა მიერ, კონსტიტუციას ბევრად დაახლოებულს ხდის საზოგადოებასთან და ხალხის ინტერესებთან“, განაცხადა გია ჟორჟოლიანმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.