მსოფლიო სათხილამურო და სნოუბორდის ფრისტაილის ჩემპიონატს 2023 წელს, შესაძლოა, საქართველომ უმასპინძლოს
26-06-2017, 05:31

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

მსოფლიო სათხილამურო და სნოუბორდის ფრისტაილის ჩემპიონატს 2023 წელს, შესაძლოა, საქართველომ უმასპინძლოს, - მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, აღნიშნული შესაძლებლობა საქართველოს პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა და საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის (FIS) გენერალურმა მდივანმა, სარა ლუისმა დღევანდელ შეხვედრაზე განიხილეს.

 


პრემიერმა საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის გენერალურ მდივანს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა მთის კურორტების განვითარების მიმართულებით მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯების, მათ შორის, განხორციელებული და მიმდინარე ფართომასშტაბიანი ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ.

 


გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა ძალ-ღონეს არ იშურებს მთის სათხილამურო კურორტების განსავითარებლად - უკვე გაიხსნა სამი ახალი სათხილამურო კურორტი - გოდერძი, თეთნულდი, კოხტა-მიტარბი; მუშავდება კიდევ ოთხი კურორტის - ბაკურიანის, თუშეთის, მესტიისა და ბახმაროს განვითარების გენერალური გეგმები.

 


სარა ლუისთან ერთად, საქართველოში იმყოფება საერთაშორისო ფედერაციის ექსპერტ - კოორდინატორი სათხილამურო ფრისტაილში ჯოზეფ ფიცჯერალდი, რომელიც მსოფლიო ჩემპიონატისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის ტექნიკურ ინსპექციას განახორციელებს. 27-28 ივნისს იგი გუდაურისა და ბაკურიანის შესაძლებლობებსა და პოტენციალს ადგილზე გაეცნობა.

 


საქართველოს კანდიდატურა 2023 წლის სათხილამურო და სნოუბორდის ფრისტაილის მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობისთვის საქართველოს სათხილამურო ფედერაციამ საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციაში 2017 წლის 1 მაისს წარადგინა. ჩემპიონატის მასპინძელი ქვეყანა შეირჩევა საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის კონგრესზე,რომელიც საბერძნეთში 2018 წლის მაისში გაიმართება.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი