თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ სტრატეგიული კომუნიკაციების სფეროში, თავდაცვის სამინისტროს ბრიტანელი მრჩეველი მედლით დააჯილდოვა
26-06-2017, 05:48

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ სტრატეგიული კომუნიკაციების სფეროში, თავდაცვის სამინისტროს ბრიტანელი მრჩეველი უწყებრივი მედლით, „გენერალი კვინიტაძე“ დააჯილდოვა.

 

 

ლელა ჩიქოვანმა სანდრა ხადურს მხარდაჭერისა და თავდაცვის სამინისტროში ნაყოფიერი მუშაობისთვის მადლობა გადაუხადა და წარმატებები უსურვა. მინისტრის მოადგილემ თავდაცვის უწყებისთვის ეფექტური სტრატეგიული კომუნიკაციის მნიშვნელობაზეც ისაუბრა.

 


თავდაცვის სამინისტროს ცნობით, სანდრა ხადური თავდაცვის სამინისტროში მრჩევლად ორი წლის განმავლობაში, ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) ფარგლებში, სტრატეგიული კომუნიკაციების განვითარების მიმართულებით მუშაობდა.

 


დაჯილდოების ღონისძიებას თავდაცვის სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულებისა და ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) ძირითადი ჯგუფის (NATO Core Team) წარმომადგნელები დაესწრნენ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი