დანიის საგარეო საქმეთა მინისტრი: შევეცდებით და ვიბრძოლებთ იმისათვის, რომ არ დაკანონდეს ოკუპაციები
14-04-2015, 03:05

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]


დანიის საგარეო საქმეთა მინისტრის მარტინ ლიდეგორდის განცხადებით, ყველაფერს გააკეთებენ იმისათვის, რომ არ დაკანონდეს ოკუპაციები. ამის შესახებ მარტინ ლიდეგორდმა საქართველოში ვიზიტის ფარგლებში პოლონეთის, შვედეთის და საქართველოს საგარეო მინისტრებთან გამართულ ერთობლივ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა.

 
“ჩვენ, რა თქმა უნდა, შევეცდებით და ვიბრძოლებთ იმისთვის, რომ არ დაკანონდეს ოკუპაციები. ძალიან მკაცრი ხელით განვახორციელებთ სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ. თუ ვერ დავინახავთ პოზიტიურ შედეგებს, სანქციებს გავზრდით. თუ გამოსწორდება სიტუაცია, შევასუსტებთ. ვეცდებით დავანახოთ რუსეთს, რაოდენ მოიგებს ქვეყანა თუკი ის შევა გაცილებით კონსტრუქციულ თანამშრომლობაში ევროკავშირთან”, – განაცხადა დანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა და დასძინა, რომ ევროკავშირი არ არის რაიმე სამხედრო გაერთიანება.


“ჩვენ შეგვიძლია ვიყოთ ძალიან ძლიერი პარტნიორი რუსეთთან, მაგრამ არა იმ ფონზე როდესაც მას უკანონო ოკუპაციები აქვს განხორციელებული მთელ რიგ ქვეყნების მიმართ. მე ვფიქრობ, დრო არ მუშაობს რუსეთის ეკონომიკის სასარგებლოდ, პირიქით, ყოველი დღე აზიანებს მას სანქციებით დატვირთული”, – განაცხადა მარტინ ლიდეგორდმა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი