საქართველოში დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები იმყოფებიან. უწყების განმარტებით, ვიზიტის მიზანს საქართველოს თავდაცვის უწყებისთვის გამოცდილების გაზიარება და მიმდინარე ტრანსფორმაციის პროცესის გაცნობა წარმოადგენს.
ბრიტანელ ექსპერტებს დღეს თავდაცვის მინისტრების მოადგილეებმა ლელა ჩიქოვანმა და გიორგი ბუთხუზმა უმასპინძლეს, სტუმრობისა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადეს და საქართველოს თავდაცვის სამინისტროში განხორციელებული რეფორმები გააცნეს.
ლელა ჩიქოვანმა სტუმრებს თავდაცვის სტრატეგიული მიმოხილვის დოკუმენტით (SDR) განსაზღვრული პრიორიტეტული მიმართულებები გააცნო და ტოტალური თავდაცვის მიდგომის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. მხარეებმა ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული თანამშრომლობისა და თავდაცვის სფეროში არსებული ურთიერთობის მნიშვნელობა ხაზგასმით აღნიშნეს.
საქართველოში ორდღიანი ვიზიტის განმავლობაში, გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელი პირები საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელ პირებს შეხვედებიან; დაგეგმილია ვიზიტი თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლაშიც (DIB).
ბრიტანელი ექსპერტების ვიზიტი საქართველოში დიდი ბრიტანეთის საელჩოსა და კონფლიქტის, უსაფრთხოებისა და სტაბილურობის ფონდის ორგანიზებით განხორციელდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.