ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებელი ზაზა ურუშაძე ქალაქში აღმაშენებლის ქუჩაზე მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა. აღნიშნულ ქუჩაზე რკინა-ბეტონის სანიაღვრე არხები მოეწყობა, შემდეგ კი ქუჩა მოიხრეშება.
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობის პრესსასამხურის ინფორმაციით, ზაზა ურუშაძემ სოფელ ზემო ჩიბათში მიმდინარე სამუშაოებიც მოინახულა.
მათივე ცნობით, სოფელში რკინა-ბეტონის გზა კეთდება, რომელიც 240 მეტრს მოიცავს. ადგილობრივების თქმით, სოფლის გზა იმდენად იყო დაზიანებული, გადაადგილება, ფაქტობრივად, შეუძლებელი იყო. რკინა-ბეტონის გზა სოფელ ჭალაშიც იგება. სამუშოები თვის ბოლომდე დასრულდება.

ზაზა ურუშაძე ინფრასტრუქტურისა და არქიტექტურის სამსახურის უფროსთან ლევან ჩხაიძესთან ერთად მაჩხვარეთის ადმინისტრაციულ ერთეულშიც იმყოფებოდა.
სოფელ ორაგვეში დაწყებულია ბუნებრივი გაზის შეყვანის სამუშაოები. სამუშაოებს შპს „უნიშენი“ ასრულებს. პროექტის თანახმად ბუნებრივი აირი 100-მდე ოჯახს მიეწოდება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.