მადრიდში მოსამართლემ ესპანელი მხატვრის, სალვადორ დალის ცხედრის ექსგუმაციის გადაწყვეტილება მიიღო, რათა მამობის დასადგენ სასამართლო პროცესზე ნიმუშები მიიღოს.
როგორც BBC იუწყება, ესპანელი ქალი, პილარ აბელი, ამბობს, რომ მხატვარი მისი მამა იყო. ქალბატონის თქმით, სალვადორ დალის 1955 წელს სასიყვარულო ურთიერთობები ჰქონდა მის შინამოსამსახურე ქალთან.
ექსგუმაციის გადაწყვეტილების მიღებისას, მოსამართლემ განაცხადა, რომ არ არსებოდა მხატვრის ბიოლოგიური ნაშთები ან პერსონალური საგნები, რომელიც შეიძლებოდა, რომ მამობის დასადგენ გენეტიკურ ტესტად ყოფილიყო გამოყენებული.
სიურეალიტი მხატვარი ესპანეთში 1989 წელს, 85 წლის ასაკში გარდაიცვალა. იგი ესპანეთში, კატალონიის რეგიონში, მის მშობლიურ ქალაქ ფიგუერესში დაკრძალეს.
მარია პილარ აბელ მარტინესმა, ბანქოთი მკითხავმა, რომელიც გირონაში დაიბადა, პირველად ამის მტკიცება 2015 წელს დაიწყო.
ესპანური გაზეთის, El País-ის ცნობით, ქალბატონმა თქვა, რომ დედამისი ანტონია სალვადორ დალის ოჯახში მუშაობდა და მხატვრის ოჯახი დროს კადაქუესში ატარებდა, იმ ადგილის ახლომდებარედ, სადაც დალის სახლი ჰქონდა. იმ დროს სალვადორ დალი გალაზე იყო დაქორწინებული. წყვილს შვილი არ ჰყოლია.
ქალმა დალის ოჯახში სამუშაო 1955 წელს დატოვა, სხვა ქალაქში გადავიდა და სხვა მამაკაცზე დაქორწინდა.
მარტინესი აცხადებს, რომ დედამისს მისთვის არაერთხელ უთქვამს და ხშირად სხვების თანდასწრებითაც, რომ მისი მამა სალვადორ დალი იყო.
„ერთადერთი რამ, რაც მე მენატრება ულვაშია“, უთქვამს ერთხელ ქალს, El Mundo- -ს თანახმად.
„გალა დალის საზოგადოებას“ კომენტარი არ გაუკეთებია.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.