ნარკოტიკების მოხმარებისთვის მსჯავრდებული პირები, შესაძლოა, პატიმრობიდან გათავისუფლდნენ
26-06-2017, 09:23

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ნარკოტიკების მოხმარებისთვის მსჯავრდებული პირები, პარლამენტის მიერ ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციასთან დაკავშირებული პაკეტის მიღების შემთხვევაში, შესაძლოა, პასუხისმგებლობისგან გათავისუფლდნენ, აღნიშნული განცხადება პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, აკაკი ზოიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა.

 

 

„კანონმდებლობით დგინდება მცირე ოდენობები შენახვის და მოხმარების მიზნით, ასევე, დიდი ოდენობები იმ 143 პრეპარატზე, რომელიც აქამდე დადგენილი არ იყო და თუნდაც უმცირესი რაოდენობით ამ პრეპარატების აღმოჩენა იწვევდა ადამიანების წლობით ციხეში გაშვებას. შესაბამისად, ეს ცვლილება ასევე შეეხება ადამიანებს, ვინც იმ მიზეზის გამო, რომ მათ აღმოუჩინეს უმცირესი რაოდენობით ნარკოტიკული ნივთიერება ან ნარკოტიკული ნივთიერების კვალი და დღეს ბრძანდებიან ციხეში. ასეთი ადამიანები გათავისუფლდებიან სასამართლოს მეშვეობით, რადგან ეს ახალი გარემოება იქნება“, განმარტავს ზოიძე.

 

 

საკანონმდებლო პაკეტი, რომლის მიზანს ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაცია წარმოადგენს, პარლამენტში ინიცირებულია.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი