ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ უდეში წმინდა ანთიმოზ ივერიელის ხსენების დღე აღინიშნა.

ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარში სადღესასწაულო წირვა-ლოცვა ახალციხისა და ტაო–კლარჯეთის მიტროპოლიტმა, მეუფე თეოდორემ და ხორნაბუჯისა და ჰერეთის ეპისკოპოსმა, მეუფე დიმიტრიმ მხარის მღვდელმსახურებთან ერთად აღავლინეს.

ადიგენის გამგეობის ცნობით, საღვთო ლიტურგიას რუმინეთის ელჩი რადუ-ლივიუ ჰორუმბა და საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან მოწვეული სასულიერო და საერო პირები, მათ შორის, ახალციხისა და ადიგენის მაჟორიტარი დეპუტატი გიორგი კოპაძე, სახელმწიფო რწმუნებული სამცხე-ჯავახეთის მხარეში აკაკი მაჭუტაძე, ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებელი ზაქარია ენდელაძე ესწრებოდნენ.

მათივე ინფორმაციით, საზეიმო წირვა–ლოცვის შემდეგ, ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის სამსახურის ორგანიზებით, კონცერტი ჩატარდა, რომელშიც სიმღერისა და ცეკვის ადგილობრივი ანსამბლები მონაწილეობდნენ. დღესასწაულზე ჩამოსულ სტუმრებს მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე ხალხური რეწვის ნამუშევრების დათვალიერების საშუალება ჰქონდათ.

ადიგენელებს წმინდა ანთიმოზ ივერიელის ხსენების დღე მეუფე თეოდორემ, გიორგი კოპაძემ, ზაქარია ენდელაძემ და რუმინეთის ელჩმა მიულოცეს.

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.