საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა შეწყალების აქტი გამოსცა. პრეზიდენტმა სააღდგომოდ 78 პატიმარი შეიწყალა. როგორც შეწყალების კომისიის თავმჯდომარემ ზვიად ქორიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, შეწყალებული 78 მსჯავრდებულიდან სასჯელაღსრულების დაწესებულებას 57 პატიმარი დღესვე დატოვებს, ხოლო 21 მსაჯავრდებულს სასჯელი სხვადასხვა ოდენობით შეუმცირდება.
ქორიძის განცხადებით, 21 შეწყალებული პატიმრიდან ნაწილს სასჯელის ვადა გაუნახევრდა, ნაწილს კი დარჩენილი ვადის 1/3 მოაკლდება. შეწყალებულთა შორისაა განზრახ მკვლელობის მუხლით გასამართლებული პირი, რომელსაც სასჯელი გაუნახევრდა. შეწყალების კომისიამ სულ 460 მსაჯავრდებულის საქმე განიხილა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.