საქართველოს საპატრიარქო: youtube-ზე დეკანოზ გიორგი მამალაძის ოჯახის საპატრიარქოში შეხვედრის სრული აუდიოჩანაწერი აზერბაიჯანის TiVi media-ს მოთხოვნის საფუძველზე დაიბლოკა
26-06-2017, 13:31

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს საპატრიარქო დეკანოზ გიორგი მამალაძის ოჯახის საპატრიარქოში შეხვედრის სრული აუდიოჩანაწერის youtube-ზე დაბლოკვის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს და განმარტვას, რომ ჩანაწერი აზერბაიჯანში არსებული მულტიმედიური კომპანია TiVi media-ს მოთხოვნის საფუძველზე დაიბლოკა.

 


„როგორც ვიუწყებოდით, დეკანოზ გიორგი მამალაძის ოჯახის საპატრიარქოში შეხვედრის სრული აუდიოჩანაწერი, რომელიც 23 ივნისს გამოვაქვეყნეთ, 25 ივნისს დაიბლოკა პორტალ youtube-ზე. გაირკვა, რომ ჩანაწერი დაიბლოკა აზერბაიჯანში არსებული მულტიმედიური კომპანია TiVi media-ს მოთხოვნის საფუძველზე. ამის მიზეზად სახელდება ის გარემოება, თითქოსდა საქართველოს საპატრიარქომ დაარღვია საავტორო უფლება და უნებართვოდ გაავრცელა TiVi media-ს კუთვნილი ჩანაწერი. ჩვენს მიერ youtube-ს გაეგზავნა შეტყობინება, სადაც განმარტებულია, რომ საავტორო უფლება საქართველოს საპატრიარქოს ეკუთვნის. შევნიშნავთ იმასაც, რომ კომპანია TiVi media-სთან თანამშრომლობს ქართული ტელეარხი „TV პირველი“. როგორც „TV პირველის“ წარმომადგენელმა განაცხადა, ჩანაწერის დაბლოკვა მათგან დამოუკიდებლად მოხდა, რომ ეს გაუგებრობის შედეგია და მუშაობენ თავის პარტნიორთან ამ პრობლემის მოსაგვარებლად.

 


ამჟამად ჩანაწერის მოსმენა კვლავ შესაძლებელია ჩვენს საიტზე.

 


იმედს ვიტოვებთ მსგავსი ფაქტი მომავალში აღარ განმეორდება“, ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი