თბილისის მერია დიდუბე-დიდი დიღმის დამაკავშირებელი მეტროს მიწისზედა ხაზის მშენებლობას გეგმავს. აღნიშნული მონაკვეთის მეტროთი დაკავშირების შესაძლებლობის შესახებ დედაქალაქის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსმა მამუკა მუმლაძემ „კვირის პალიტრასთან“ საუბრისას განაცხადა.
„გასათვალისწინებელია, რომ პეკინის ქუჩის გაცალმხრივების შემთხვევაში, შესაძლოა, მეტროს მგზავრების რაოდენობა გაიზარდოს და ამ შემთხვევაშიც გვაქვს რესურსი, რომ პიკის საათებში მეტროს მატარებლებს შორის ინტერვალი 3,5-დან 2,5 წუთამდე შევამციროთ. დაგეგმილი გვაქვს, რომ დიდუბის მეტროს ჰაბი დაუკავშირდეს დიდ დიღომს, სადაც შეიძლება მეტროს მიწისზედა ელექტროტრანსპორტი განვითარდეს“, განაცხადა მამუკა მუმლაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.