ირაკლი შოთაძე: პროკურატურამ მიმართა აზერბაიჯანელ კოლეგებს - ჩვენ ვითხოვთ აფგან მუხთარლის დაკითხვას და ამ დაკითხვაზე ჩვენი წარმომადგენლის დასწრებას
27-06-2017, 01:58

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს მთავარი პროკურორის, ირაკლი შოთაძის თქმით, აფგან მუხთარლის საქმეზე ქართული მხარე დაკითხვის თაობაზე აზერბაიჯანისგან პასუხს ელოდება.

 

 

როგორც შოთაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, საქართველოს პროკურატურამ აზერბაიჯანელ კოლეგებს სამართლებრივი დახმარების შუამდგომლობით უკვე მიმართა.

 

 

„საქართველოს პროკურატურამ სამართლებრივი დახმარების შუამდგომლობით მიმართა აზერბაიჯანელ კოლეგებს. ჩვენ ვითხოვთ აფგან მუხთარლის დაკითხვას და ამ დაკითხვაზე ჩვენი წარმომადგენლის დასწრებას. ასევე ვითხოვთ აზერბაიჯანში არსებული სისხლის სამართლის საქმის მასალებს. მას შემდეგ რაც მოხდება მუხთარლის დაკითხვა და მოპოვებული იქნება ის მტკიცებულებები, რომლის საფუძველზე აზერბაიჯანში ხორციელდება სისხლის სამართლებრივი დევნა, მიღებული იქნება შესაბამისი სამართლებრივი გადაწყვეტილება. ჩვენ ამ ეტაპზე ველოდებით აზერბაიჯანიდან პასუხს”, განაცხადა ირაკლი შოთაძემ.

 

 

მისივე თქმით, აღნიშნულ საქმეზე საქართველოში ჩატარებული ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში, დაკითხულია 100-ზე მეტი მოწმე და ამოღებული გარე სათვალთვალო კამერები.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი