გავრცელებული ინფორმაციით, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ ხელისუფლება გალში აფხაზური პასპორტების დარიგების სპეციალურ სქემას ქმნის და ე.წ პრეზიდენტი, რაულ ხაჯიმბა ამ საკითხთან დაკავშირებით, გუშინ გალშიც იმყოფებოდა.
ადგილობრივებს ხაჯიმბამ განუცხადა, რომ პასპორტების გადაცემამდე, გალელები ჯერ ბინადრობის უფლებას მიიღებენ, რომლის საფუძველზეც მხოლოდ არჩევნებში მონაწილეობა და ჯარში სამსახურის უფლება შეეზღუდებათ. რაულ ხაჯიმბამ განათლების შესახებაც ისაუბრა და გალელებს განუმარტა, რომ სკოლებში ქართულ ენაზე სწავლა აღარ გაგრძელდება.
„მათ ვინც ბინადრობის დამადასტურებელ დოკუმენტს მიიღებთ, გექნებათ ყველაფრის უფლება, ორი გამონაკლისის გარდა, არ გექნებათ ჯარში სამსახურისა და პოლიტიკური პროცესის ნაწილში მონაწილეობის უფლება“ - განუცხადა ე.წ პრეზიდენტმა გალის მოსახლეობას.
რაულ ხაჯიმბამ შეშფოთება გამოთქვა, რომ გალის სკოლების უმრავლესობაში სწავლება ქართულ ენაზეა და გამოიყენება ის სახელმძღვანელოები, რომლებიც მისი თქმით, არ აღიარებენ აფხაზეთის დამოუკიდებლობას. მან აღნიშნა, რომ სკოლებში რუსული და აფხაზური უნდა ისწავლებოდეს, რადგან თუკი შემდგომ თაობას აფზახეთში ცხოვრება სურს, ამ ორი ენის ცოდნა აუცილებელია.
როგორც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა აღნიშნულ თემაზე კომენტირებისას განაცხადა, არ დასტურდება, რომ ქართული ენის სწავლება გალის სკოლებში სექტემბრიდან აიკრძალება.
„რესურს-ცენტრთანაც გვქონდა ურთიერთობა, გვქონდა პედაგოგებთან და სკოლის წარმომადგენლებთან ურთიეთობა ვისთანაც შეიძლებოდა ამ საკითხის შესახებ კონკრეტული პასუხები მიგვეღო და საბედნიეროდ ისინი ამ ფაქტს არ ადასტურებენ. თუმცა რა თქმა უნდა ჩვენ მზად უნდა ვიყოთ რომ ასეთი ფაქტი შეიძლება დადგეს და რა თქმა უნდა ჩვენ მზად ვართ იმისთვის რომ კანონიერად და იმ ფორმატის ფარგლებში, რომელიც გაგვაჩნია, მოსალაპარაკებლად ყველა ბერკეტი გამოვიყენოთ რომ ასეთი რამ არ მოხდეს“, აღნიშნა თამარ სანიკიძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.