გიორგი კვირიკაშვილი ჩინური კომპანიის - Dafang International Group-ის პრეზიდენტს შეხვდა
27-06-2017, 04:32

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ჩინური კომპანიის - Dafang International Group-ის პრეზიდენტს, ლუ იუჰანგს შეხვდა. საუბარი ორი ქვეყნის პარტნიორული ურთიერთობების საკითხებს და საინვესტიციო თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებს შეეხო.

 

 

მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრაზე ხაზი გაესვა თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების მნიშვნელობას, რაც მხარეთა შეფასებით, იძლევა დიდ შესაძლებლობას საქართველოსა ჩინეთს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის კიდევ უფრო განვითარებისთვის.

 

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ჩინური კომპანიის წარმომადგენლებს საქართველოში არსებული ხელსაყრელი ბიზნესგარემო და საინვესტიციო პოტენციალი გააცნო.

 

 

მხარეებმა განიხილეს ინფრასტრუქტურული პროექტები. ყურადღება გამახვილდა საქართველოში საჯარო და კერძო თანამშრომლობის (PPP) ფორმატში პროექტების განხორციელების შესაძლებლობებზე. კომპანიის წარმომადგენლების მხრიდან გამოითქვა დაინტერესება თბილისსა და ქუთაისში ლოგისტიკური ცენტრების განვითარების პროექტით.

 

 

კომპანია Dafang International Group-ის სათავო ოფისი მდებარეობს ჰონგ-კონგში. კომპანია აქტიურად საქმიანობს ჩინეთის ბაზარზე და სახელმწიფოსთან ერთად, ჩართულია სხვადასხვა რეგიონში მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებში საჯარო და კერძო თანამშრომლობის (PPP) ფორმატში.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი