თამარ ჩუგოშვილი: ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვან დოკუმენტს მიიღებს
27-06-2017, 08:00

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებების კომიტეტმა ერთსულოვნად დაუჭირა მხარი რეზოლუციის შექმნას საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების მონიტორინგის განხორციელების თაობაზე“, - განაცხადა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელმა, პირველმა ვიცე სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა, რომელიც ვიზიტად სტრასბურგში იმყოფება.

 

 

თამარ ჩუგოშვილის თქმით, რეზოლუციაზე მუშაობა მომდევნო სესიიდან დაიწყება, შესაბამისად, შეირჩევა მომხსენებელიც, რომელიც ანგარიშსა და რეზოლუციის პროექტს მოამზადებს.

 

 

„რეზოლუციაში უნდა დაფიქსირდეს პოლიტიკური გადაწყვეტილება ოკუპირებული რეგიონების მონიტორინგის თაობაზე და შემდგომ, ამ რეზოლუციის საფუძველზე ადამიანის უფლებათა კომისარს ამ ტერიტორიებზე შესვლისა და მონიტორინგის განხორციელების შესაძლებლობა უნდა მიეცეს“,  განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

 

 

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ აღნიშნა, რომ წლებია, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეას საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით რეზოლუცია არ მიუღია. უკანასკნელად ამ თემაზე ასამბლეამ გადაწყვეტილება 2013 წელს მიიღო.

 

 

„ამ მიმართულებით ევროპის საბჭოს გააქტიურება და რეზოლუციის ფორმით, საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის თაობაზე პოზიციის დაფიქსირება, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ამავე დროს, მნიშვნელოვანია, ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტების სათანადო შესწავლა მოხდეს, რაც ამ ეტაპზე ვერ ხერხდება, რადგან ამ ტერიტორიებზე ვერცერთი საერთაშორისო ორგანიზაცია თავის უფლებამოსილებას სრულად ვერ ახორციელებს“, განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

 

 

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელის თქმით, მას შემდეგ, რაც გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭომ მარტში საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერი რეზოლუცია მიიღო და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების მონიტორინგისკენ მოუწოდა, მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების საკითხს ამჯერად უკვე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა ეხმიანება.

 

 

„მნიშვნელოვანია, რომ საერთაშორისო ორგანიზაციები ამ თემაზე ამახვილებდნენ ყურადღებას და დღევანდელი გადაწყვეტილებაც ერთ-ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია“, განუცხადა თამარ ჩუგოშვილმა ჟურნალისტებს.

 

 

პირველმა ვიცე სპიკერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ რეზოლუციის მომზადებას, მმართველ გუნდთან ერთად, ოპოზიციაც უჭერს მხარს.

 

 

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს დელეგაციამ როგორც მმართველი პარტიის, ასევე ოპოზიციის წარმომადგენლებმა, მხარი დაუჭირა ამ პოზიციას. დარწმუნებული ვარ, რომ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა მომავალ სესიებზე ძალიან მნიშვნელოვან დოკუმენტს მიიღებს“, განაცხადა ჩუგოშვილმა.

 

 

პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, საქართველოს დელეგაციამ რეზოლუციაზე შუამდგომლობა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიაზე დაარეგისტრირა, რომელიც 24-28 აპრილს გაიმართა. „ადამიანის უფლებათა მდგომარეობა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში“ - ასე ეწოდება დოკუმენტს, რომლის მიხედვით, ასამბლეა მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონებში საერთაშორისო მონიტორინგის მექანიზმები დაუშვას. შუამდგომლობაში საუბარია რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს რეგიონების, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მიმდინარე ოკუპაციაზე და ანექსიისკენ გადადგმულ ნაბიჯებზე, ასევე ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ჰუმანიტარულ მდგომარებაზე, ადმინისტრაციული საზღვრის პირას მცხოვრები მოქალაქეების ფუნდამენტური უფლებების დარღვევასა და უფლებრივ შეზღუდვებზე. ეს დოკუმენტი ასევე მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას უკან წაიღოს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების აღიარება, შეწყვიტოს მიმდინარე ოკუპაცია და შეასრულოს საერთაშორისოდ ნაკისრი ვალდებულებები, მათ შორის, 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი