საჯარო სამსახურში ნეპოტიზმის კრიმინალიზებაზე პარლამენტი იმსჯელებს
14-04-2015, 04:09

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]


საჯარო სამსახურში ნეპოტიზმის კრიმინალიზების შესახებ საკანონმდებლო ინიციატიცაზე იმსჯელებენ დღეს პარლამენტში. ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობის “  მიერ წარდგენილი წინადადების შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება დღეს უნდა მიიღოს.


„საერთაშორისო გამჭირვალობის“ საპარლამენტო მდივანი ლიკა საჯაია აცხადებს, რომ მათი საკანონმდებლო ინიციატივის თანახმად, საჯარო სამსახურში კონკურსის წესის დარღვევა, რაც გამოიხატება კონკურსის წესების განზრახ დარღვევაში, კონკრეტული კანდიდატისათვის უპირატესობის მინიჭებასა და ასევე კონკურსის ჩაშლაში, სისხლის სამართლებრივი დევნის საფუძველი იქნება.


„დაისჯებიან ის საჯარო პირებიც, ვინც კონკურსის წესის დარღვევით მიიღებენ  კონკრეტულ პირს სამსახურში  და ის პირებიც, ვინც დაიკავებენ თანამდებობას.   თუ პირი აკმაყოფილებს კონკურსის წესებს და არის რომელიმე საჯარო მოხელის ნათესავი, რასაკვირველია არ დაისჯება. მხოლოდ და მხოლოდ დაისჯება კონკურსის წესის დარღვევისთვის,“ - აღნიშნავს ლიკა საჯაია და განმარტავს, თუ რა კონკრეტული ქმედებები იქნება გატარებული კანონდამრღვევისთვის.


„ეს ნორმა შეიცავს სამ ნაწილს. პირველი ნაწილი: დაისჯება ნებისმიერი პირი, ვინც კონკურსის წესს დაარღვევს, ამ შემთხვევაში არის გათვალისწინებული ჯარიმა; თანამდებობის ჩამორთმევა და ასევე თავისუფლების აღკვეთა.  მეორე ნაწილი უკვე ეხება პოლიტიკური პირებს, ამ შემთხვევაში სასჯელი მკაცრდება. თავისუფლების აღკვეთა ვადით სამ წლამდე და ჯარიმა აღარ გვხვდება. უფრო მსუბუქად ისჯება ის ადამიანი, რომელიც დაიკავებს ამ თანამდებობას. ამ შემთხვევაში გათვალისწინებულია ჯარიმა და თავისუფლების აღკვეთა ერთ წლამდე ვადით,“ აცხადებს საჯაია.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი