საქართველოს პრეზიდენტი აფგან მუხთარლის საქმეს მუდმივ მონიტორინგს გაუწევს - მზად და ღია იქნება ნებისმიერი ინფორმაციის მისაღებად.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, აღნიშნული განცხადება გიორგი მარგველაშვილმა დღეს აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის მეუღლესთან, ლეილა მუსტაფაევასთან და ადვოკატთან შეხვედრისას გააკეთა.
პრეზიდენტის სასახლეში შეხვედრა ლეილა მუსტაფაევას ინიციატივით შედგა და მასზე აზერბაიჯანელი ჟურნალისტის საქმის შესახებ ისაუბრეს.
შეხვედრას პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა დოლიძე და პრეზიდენტის პრესსპიკერი ეკა მიშველაძე ესწრებოდნენ.
პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის ანა დოლიძის განცხადებით, აფგან მუხთარლის საქმე დიდ გამოწვევას წარმოადგენს სახელმწიფოსათვის, მისი სუვერენიტეტისა და დემოკრატიულობისათვის, მისი ფასეულობებისათვის.
,,ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დაზარალებული მხარის და ოჯახის ყველა კითხვას პასუხი გაეცეს დროულად. ეს კითხვებია: რატომ აწარმოებს გამოძიებას შინაგან საქმეთა სამინისტრო კვლავ, რატომ არ აქვს მის მეუღლეს დაზარალებულის სტატუსი და ბევრი მნიშვნელოვანი ეჭვი, რომელიც ოჯახს აქვს.
მნიშვნელოვანია, რომ გამოძიება წარიმართოს ეფექტიანად და ჩვენი სახელმწიფო ინტერესების სრული დაცვით, გარდა ამისა გამოძიებამ იმუშაოს ისე, რომ ოჯახი დარწმუნდეს, რომ მისი ინტერესები დაცულია,“ აღნიშნა ანა დოლიძემ.
აფგან მუხთარლის ადვოკატის არჩილ ჩოფიკაშვილის განცხადებით, პრეზიდენტი საქმის კურსში ჩააყენეს ევროსასამართლოში მიმდინარე განხილვასთან დაკავშირებით.
როგორც შეხვედრის შემდეგ ადვოკატმა განაცხადა, პრეზიდენტი დაინტერესდა საქმის ძირითად გარემოებებთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ შემდგომშიც მიადევნებს თვალს საქმის განვითარებას, რადგან ეს საქმე ძალიან მნიშვნელოვანია, როგორც კონკრეტული დაზარალებულისათვის, ასევე, ქვეყნის იმიჯისა და სუვერენიტეტისათვის.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.