ახალმა, მძლავრმა კიბერთავდასხმამ მასობრივი შეფერხება გამოიწვია ევროპის გასწვრივ, განსაკუთრებით მძლავრი დარტყმა კი უკრაინას მიაყენა. კერძოდ, სერიოზული კიბერ დარტყმის ქვეშ აღმოჩნდნენ უკრაინის ბანკები, სამთავრობო ოფისები. ქვეყნის პრემიერ მინისტრმა განაცხადა, რომ თავდასხმა უპრეცედენტოა, მაგრამ მას „სასიცოცხლო სისტემებზე ზემოქმედება არ მოუხდენია“.
ჰაკერული თავდასხმის ობიექტი გახდა ასევე რუსული სანავთობო კომპანია „როსნეფტი“, ისევე როგორც დანიური საზღვაო გადაზიდვების გიგანტი A.P. Moller-Maersk-ი.
„ჩვენ საუბარი გვაქვს კიბერთავდასხმაზე“, განაცხადა კოპენჰაგენში ბაზირებული ჯგუფის წარმომადგენელმა, ანდერს როსენდალმა. „მან ზიანი მიაყენა ჩვენი ბიზნესის ყველა ფილიალს შინ და საზღვარგარეთ“.
როგორც Associated Press-ი იტყობინება, კომპანიების და სააგენტოების ერთი ნაწილი, გავრცელებული ცნობით, ისეთი ახალი ტიპის კიბერთავდასხმის მსხვერპლი გახდა, როცა კომპიუტერულ სისტემაში შეღწევის სანაცვლოდ ჰაკერები ფულს ითხოვენ და ელექტონული გააფთრება ჩანდა, რომ სწრაფად იზრდებოდა და მას ნამდვილი მსოფლიო კრიზისის პირი უჩანდა. ზიანი მიადგა როტერდამში კონტეინერმზიდი გემების სადგურებს, „როსნეფტმა“ კი განაცხადა, რომ კომპანიამ ძლივს დააღწია თავი დიდ ზარალს.
„ჰაკერული თავდასხმა სერიოზული შედეგების განმაპირობებელი იქნებოდა, მაგრამ არც ნავთობპროდუქცია და არც ტექნოლოგიები დაზიანებულა იმ ფაქტის წყალობით, რომ კომპანია სარეზერვო კონტროლის სისტემაზე გადაერთო“, განაცხადა „როსნეფტმა“.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.