ახალციხის მერი საბინაო ფონდის შესაქმნელად ძალოვანი უწყებების ბალანსზე არსებული უფუნქციო შენობების ქალაქისთვის გადაცემის ინიციატივით გამოდის
28-06-2017, 01:56

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ახალციხის მერი ქალაქისთვის ერთ-ერთ მტკივნეულ საკითხად საბინაო ფონდის არქონას ასახელებს და ამბობს, რომ უსახლკაროთა და სხვადასხვა პრობლემის მქონე ადამიანების საბინაო უზრუნველყოფა შეუძლებელი ხდება, ამ ფონზე კი, როგორც ვლადიმერ ზედინიძე აცხადებს, ძველი, საბჭოთადროინდელი შენობები, რომელიც თავდაცვის და შინაგან საქმეთა სამინისტროების ბალანსზე იმყოფება, სადღეისოდ უფუნქციოდაა დარჩენილი, არადა მათი ქალაქის ხელმძღვანელობის შეხედულებისამებრ გამოყენება 370-ზე მეტ ოჯახს მოუგვარებდა საბინაო პრობლემებს.

 


„თავშესაფარი არსებობს, გვაქვს, მაგრამ ეს თავშესაფარია და არა საცხოვრებელი. თავშესაფარი ნიშნავს, რომ დავუშვათ ქუჩაში დატოვებული ადამიანი ერთი ან ორი დღით მიიყვანო. ასეთი ადამიანები რომ ჩავასახლოთ, ასეთი ფონდი არ გვაქვს. ამ საკითხის გადაწყვეტა არის შესაძლებელი და ჩვენ არაერთი წერილი გვაქვს გაგზავნილი - ეს ეხება ძირითადად თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროებს - ფლობენ იმ ტერიტორიებს და შენობა-ნაგებობებს, რომლებიც ადრე საბჭოთა კავშირის შეიარაღებულ ძალებს ეკუთვნოდა. არის კიდევ ადგილი, რომელსაც 11-ბინიანებს ვეძახით, დასახლებაა და თავდაცვის სამინისტრო ტერიტორიაა. ასევე არის ყოფილი სასაზღვრო ნაწილის ტერიტორია, სადაც ხეები ამოვიდა შენობებზე და ინგრევა. ჩვენთვის ეს იქნებოდა კარგი საშუალება, რომ შეგვექმნა საბინაო ფონდი. იმ 370-ზე მეტ ოჯახს, რომელსაც არ გააჩნია ბინა და აქვს პრეტენზია ჩვენდამი, ამ საკითხს გადავწყვეტდით და მოვაგვარებდით. თუ გადმოგვეცემოდა, იქნებოდა შანსი, რომ მთელი რიგი პროექტები განგვეხორციელებინა“, აცხადებს Guardian.ge-სთან საუბრისას ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი ვლადიმერ ზედგინიძე და ამატებს:

 


„კულტურის სახლის პრობლემა შეიძლება გადავწყვიტოთ. შენობა არის იქ, სადაც შესაძლებელია, რომ თუნდაც 15 ოჯახს გამოვუყოთ საცხოვრებელი ფართები. მთავარია, ტერიტორია და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები გადმოეცეს ქალაქს და დანარჩენს ჩვენი ფინანსებით შევძლებთ. ერთადერთი განვითარების შანსი ახალციხეს ამ ტერიტორიაზე აქვს, დანარჩენი სულ კერძო სტრუქტურებზეა გადასული, გაყიდულია“.

 

კომენტარები: 1
#1  leri
      
ვოვა ბატონი არის ბერმუხა, სიცოცხლე კაცი, ვენაცვალე მას. ასეთი სიტყვის პატრონი კაცები უმრავლოს ქვეყანას ღმერთმა. რატომ ვამბობა ამას? მასთან ვიყავი მისული მიღებაზე და ვთხოვე ჩემი ოჯახის გასაჭირის შესაბამისად, მომისმინა და მითხრა რომ გვერდში დაგიდგებიო, სიტყვა საქმეს არ დაცილებულა, ერთ კვირაში დაპირებული შეასრულა. აბა არ დავლოცო ეს კაცი? ცხოვრების აზრი შემატა ჩემს ოჯახს. გაიხარე ვოვა ბატონო. ალბათ თქვენ არც გეხსომებათ ეს სიკეთე, მაგრამ მე არასდროს დამავიწყდება. უფალი გფარავდეთ!
28 ივნისი 2017 16:52
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი