პროკურატურამ შოთა პაკელიანს დაზარალებულის სტატუსი მიანიჭა. შოთა პაკელიანი კვლავ მოითხოვს, რომ დაისაჯონ ის პოლიციელები, რომლებიც მის მიმართ არაადამიანურ მოპყრობაში იღებდნენ მონაწილეობას.
„პროკურატურამ გადაწყვიტა, რომ დაზარალებულად ვეცნე. გამოძიება მიმდინარეობს 333-ე მუხლით, ისევ იგივე კვალიფიკაცია აქვს, არ შეცვლილა. ველოდებით. უბრალოდ გამოძიების მიმდინარეობის პერიოდში დაზარალებულის სტატუსი მომანიჭეს.... აქცენტი ორ პოლიციელზე მაქვს გაკეთებული, რადგან ისინი მახსოვს, რომ მონაწილეობას იღებდნენ. ობიექტური გამოძიების შემთხვევაში აუცილებლად უნდა დაისაჯონ“, განაცხადა პაკელიანმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.