ხონის კულტურის ცენტრის მცირე დარბაზში ექიმისა და პოეტის, მერაბ კვიცარიძის პოეზიის საღამო გაიმართა.
ხონის მუნიციპალიტეტის გამგეობის ცნობით, პოეტის შემოქმედებიდან ლექსები, კულტურის ცენტრთან არსებული ლიტერატურული სალონის მოსწავლეებმა, ცენტრის მსახიობებმა და პოეტის კოლეგებმა წაიკითხეს.
„საკუთარი შემოქმედებიდან რამდენიმე ლექსი თვით მერაბ კვიცარიძემ წაიკითხა, პროფესიული საქმიანობის დროს მომხდარი კურიოზული შემთხვევები გაიხსენა და დამსწრე საზოგადოების შეკითხვებს უპასუხა.
ღონისძიების დასასრულს, ექიმმა და პოეტმა ღონისძიების ორგანიზატორებს და დამსწრე საზოგადოებას მადლობა გადაუხადა. ღონისძიებაში მონაწილე ყველა ბავშვს კი საჩუქრად, მთელი ცხოვრების მანძილზე საკუთარ კლინიკაში უფასო მომსახურეობა და თურქეთის ერთ-ერთ ქალაქში ექსკურსია შესთავაზა.
მერაბ კვიცარიძეს თავისი საქმიანობით ქვეყნის მასშტაბით იცნობენ, ექიმი, პოეტი, ზურაბ გორგილაძის პრემიის ლაურიატი, ქველმოქმედი, საპატიო ქუთაისელი და „დაგვიანებული ცისფერყანწელი“ „ცისფერყანწელთა“ ქალაქიდან. ასევე არის პროექტის „საქართველო წერს „ვეფხისტყაოსანს“ ავტორი.
ღონისძიების ორგანიზტორები კულტურის სახლის დირექცია, ლიტერატურული წრის ხელმძღვანელი გულიადა სანოძე და გაზეთ „ხონის „ რედაქტორი მაია ფეიქრიშვილი იყვნენ", აღნიშნულია ხონის გამგეობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.