პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, თამარ ჩუგოშვილის ინფორმაციით, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტმა საქართველოს საკითხებზე ახალი მომხსენებელი, რუმინელი დეპუტატი ტიტუს კორლატეანი დაინიშნა.
„დამტკიცდა ახალი მომხსენებელი რუმინეთიდან, რომელიც ბატონ ბორის სილევიჩს ჩაანაცვლებს და მომავალი 5 წლის განმავლობაში ჩვენთან ერთად იმუშავებს“, - განაცხადა სტრასბურგში მყოფმა საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელმა, თამარ ჩუგოშვილმა.
ტიტუს კორლატეანი თავის ახალ მოვალეობებს კიდევ ერთ თანამომხსენებელთან, შვედ დეპუტატ კერსტინ ლუნდგრენთან ერთად შეასრულებს.
ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.