ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ივერიაში მისასვლელი გზის აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს.
როგორც Guardian.ge-ს ასპინძის გამგეობიდან აცნობეს, პროექტით გათვალისწინებულია გზის სავალ ნაწილზე მილხიდების და ასფალტ-ბეტონის ჯამში 2410 მეტრი სიგრძის საფარის მოწყობა.
„სამშენებლო სამუშაოებს ასრულებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შ.პ.ს. საგზაო სამშენებლო სამმართველო N1. სამშენებლო სამუშაოების შესყიდვის ღირებულებაა 489 499 ლარი.
აღნიშნული სამუშაოები გეგმა-გრაფიკით მიმდინარეობს და გარკვეულ ვადებში დასრულდება", ნათქვამია ასპინძის გამგეობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.