ნინოწმინდისა და ახალქალაქის მაჟორიტარმა დეპუტატმა, ენზელ მკოიანმა გამგეობისა და საკრებულოს ხელმძღვანელ პირებთან, დეპუტატებთან, სოფლებში გამგებლის წარმომადგენლებთან, გამგეობისა და საკრებულოს საჯარო მოხელეებთან და იურიდიული პირების ხელმძღვანელებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის გამგეობის ცნობით, შეხვედრაზე საკრებულოს თავმჯდომარემ, სუმბატ კიურეღიანმა დამსწრეებს საკრებულოს დეპუტატების მიერ მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქ ნინოწმინდაში ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრის დროს გამოვლენილი პრობლემები გააცნო და მოსახლეობის თხოვნით განსახორციელებელ პროექტებსა და 2016 წლიდან დარჩენილი გარდამავალი პროექტების სრულყოფილად შესრულების შესახებ ისაუბრა.

შესყიდვების სამსახურის უფროსმა, გიორგი ზმოიანმა კი, წარმოადგინა ინფორმაცია გამოცხადებული ტენდერების, ხელშეკულების დადების და 2017 წელს განსახორციელებელი პროექტების დროულად დაწყებისა და დასრულების თაობაზე.
სხვა საკითხებთან ერთად, ენზელ მკოიანმა ყურადღება ქალაქსა და სოფლებში გარემოს დაცვითი და დასუფთავების კუთხით არსებული პრობლემების დაუყოვნებლივ მოგვარებაზე გაამახვილა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.