ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თანხმობა განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის მიწვევაზე დაესწროს 14 ივლისს, ბასტილიის დღისადმი მიძღვნილ ცერემონიას პარიზში. ინფორმაციას სააგენტო „როიტერსი“ თეთრ სახლზე დაყრდნობით ავრცელებს.
ორი ლიდერი ერთმანეთს სამშაბათს ესაუბრა და მაკრონმა ტრამპი ამ დროს მიიწვია. ტრამპი და მაკრონი პირველად ერთმანეთს მაისში, ბრიუსელში შეხვდნენ და მათი პირისპირ შეხევდრისას ხელის ჩამორთმევის ხანგრძლივობამ და უხერხულობის მომენტმა მსოფლიო მედიის ყურადღება მიიქცია.
ისინი ერთმანეთს თვალჩაციებით ჩასცქეროდნენ. მაკრონმა თავდაპირველად არ გაუშვა ტრამპს ხელი, როდესაც ეს უკანასკნელი ცდილობდა ხელის გაშვებინებას და ეს მანამ გაგრძელდა, სანამ შეერთებული შტატების პრეზიდენტი საბოლოოდ არ შეეცადა მისი ფრანგი კოლეგისგან მზერის და ხელის ერთდროულად მოცილებას.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.