ვატიკანის ხაზინადარს და ავსტრალიის ერთ-ერთ ყველაზე მთავარ კათოლიკურ ფიგურას, 76 წლის კარდინალ ჯორჯ პელს ავსტრალიაში სექსუალური ხასიათის დანაშაულში წაუყენეს ბრალდება, რომელიც ვიქტორიას შტატის პოლიციის განცხადებით, დაკავშირებულია სავარაუდო „ისტორიულ“ ინციდენტებთან, თუმცა ბრალდებების დეტალები არ გამჟღავნებულა.
პოლიციის მაღალჩინოსნის შეინ პატონის თქმით, წინასასამართლო განცხადებები ერთზე მეტმა პირმა გააკეთა. მისივე განცხადებით, „აღნიშნულ გამოძიებაში კარდინალის მიმართ მოპყრობა ისეთივე იქნება, როგორც ყველა სხვა დანარჩენის მიმართ იქნებოდა“. კარდინალი ვალდებული იქნება 18 ივლისს წარსდეგს მელბურნის სასამართლოში.
კარდინალი პელი, რომელიც ვატიკანში მოღვაწეობს, მძლავრად უარყოფს ბრალდებებს.
როგორც ვატიკანის ხაზინადარი, კარდინალი პელი რიგით მესამე ოფიციალურ პირადაა მიჩნეული კათოლიკურ ეკლესიაში.
„მას შემდეგ, რაც მისი ექიმებისაგან თანხმობას და მგზავრობასთან დაკავშირებულ რჩევას მიიღებს და როგორც კი ეს შესაძლებელი გახდება, მისდამი ეჭვების გასაქარწყლებლად, კარდინალი პელი დაბრუნდება ავსტრალიაში,“, ნათქვამია ეკლესიის მიერ ხუთშაბათს გავრცელებულ განცხადებაში.
„მან განაცხადა, რომ მოუთმენლად ელოდება სასამართლო პროცესს და მძლავრად დაიცავს ბრალდებებს“.
როგორც BBC წერს, კარდინალი პელი არა მხოლოდ ავსტრალიის ყველაზე მაღალი რანგის სასულიერო პირი, არამედ ერთ-ერთი ყველაზე მაღალი იერარქიული ოფიციალური პირია კათოლიკურ სამყაროში.
ორი ათეული წლის განმავლობაში იგი წინა ხაზზე იმყოფება ეკლესიის დებატებში ისეთ საკამათო საკითხებზე, როგორიცაა ჰომოსექსუალობა, შიდსი და წარმომავლობის უჯრედის გამოკვლევა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.