საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, 1978 წლის 14 აპრილს, როდესაც ქართული ენის სახელმწიფო სტატუსს საფრთხე დაემუქრა, ქართველმა ხალხმა საბჭოთა რეჟიმის პირობებში გმირობის ტოლფასი ნაბიჯი გადადგა და საბჭოთა რეპრესიულ მანქანას უყოყმანოდ დაუპირისპირდა.
მისი თქმითვე, ქართველი ხალხის ერთსულოვნებამ და უკომპრომისო პროტესტმა საბჭოთა რეჟიმი აიძულა დათმობაზე წასულიყო.
„14 აპრილს საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება. ეს დღე იყო დასტური იმისა, ჩვენს ერში პატრიოტული სულისკვეთება, ეროვნული თვითშეგნება რამდენად ძლიერი იყო. ამ დღეს ნათლად გამოჩნდა, რომ ქართველი ხალხი თავის უმთავრეს ღირებულებებს არასოდეს დათმობდა.
ქართველმა ხალხმა დედაენას ძეგლი დაუდგა. დღეს, როდესაც ქართული ენის სახელმწიფო სტატუსს საფრთხე აღარ ემუქრება, ჩვენი ვალია მას გავუფრთხილდეთ, ენის სიწმინდე დავიცვათ და მომავალ თაობებს ასე შევუნარჩუნოთ“, - წერს ირაკლი ღარიბაშვილი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.