26-28 ივნისს მარტვილის მუნიციპალიტეტს პოლონეთიდან, ოდოლანოვის მუნიციპალიტეტიდან დელეგაცია სტუმრობდა, რომლის შემადგენლობაშიც იმყოფებოდნენ იან პროკოპი - ქალაქის საკრებულოს თავმჯდომარე (დელეგაციის ხელმძღვანელი), მარიან ჯანიცკი - გამგებელი, დონატ ზავისკი - მეწარმე და იან ბაჩკოვსკი - მეწარმე. სტუმრებს მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ალექსანდრე გრიგალავამ და საკრებულოს თავმჯდომარემ ალექსი გაბისონიამ უმასპინძლეს.

მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგეობის პრესსამსახურის ინფორმაციით, სტუმრებმა დაათვალიერეს მარტვილის ღირსშესანიშნაობები, ტურისტული ადგილები, დაესწრნენ სხვადასხვა კულტურულ ღონისძიებას. 28 ივნისს, მარტვილის მუნიციპალიტეტსა და ოდოლოვანოს მუნიციპალიტეტს შორის გაფორმდა პარტნიორობისა და ორმხრივი თანამშრომლობის ხელშეკრულება, რომელსაც ხელი მოაწერეს მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგებელმა, ალექსანდრე გრიგალავამ და ოდოლანოვის მუნიციპალიტეტის გამგებელმა, მარიან ჯანიცკიმ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.