ირაკლი კობახიძე: ავუხსენით ვენეციის კომისიის პრეზიდენტს ის, თუ რა განაპირობებდა გადაწყვეტილებების მიღებას საბოლოოდ საქართველოს პარლამენტში
29-06-2017, 04:13

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პრემიერ მინისტრი და პარლამენტი თავმჯდომარე ვენეციის კომიის პრეზიდენტს შეხვდნენ.

 

 

როგორც ჯანი ბუკიკიოსთან გამართული შეხვედრის შემდეგ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, შეხვედრაზე დეტალურად იქნა განხილული ის მიზეზები, რის გამო განხორციელდა ცვლილებები კონსტიტუციის პროექტის პირველად ვარიანტში.

 

 

პარლამენტის თავმჯდომარე ამბობს, რომ საქართველოს ახალი კონსტიტუცია იქნება არამხოლოდ ლეგიტიმური, არამედ დახვეწილი დოკუმენტი, რომელიც უზრუნველყოფს ქვეყნის გრძელვადიან დემოკრატიულ განვითარებას.

 

 

„ყველაფერი გააკეთა ვენეციის კომისიამ და პირადად ჯანი ბუკიკიომ იმისთვის, რომ შემდგარიყო კონსენსუსი საკონსტიტუციო დოკუმენტის გარშემო. საქართველოში, ქართულ საზოგადოებაში, პოლიტიკურ სუბიექტებს შორის. ჩვენ საბოლოო ჯამში, ავუხსენით ვენეციის კომისიის პრეზიდენტს ის, თუ რა განაპირობებდა გადაწყვეტილებების მიღებას საბოლოოდ საქართველოს პარლამენტში, როგორ იქნა მიღებული ის გადაწყვეტილება, რომლის საფუძველზეც ჩამოყალიბდა საბოლოო დოკუმენტი... საქართველოს კონსტიტუცია იქნება არამხოლოდ ლეგიტიმური, არამედ ეს იქნება ყველაზე დახვეწილი დოკუმენტი, რომელიც უზრუნველყოფს საქართველოს ძალიან გრძელვადიან დემოკრატიულ განვითარებას. კიდევ ერთხელ ძალიან თამამად შეიძლება ითქვას, რომ არ არსებობს არცერთი მუხლი ახალ დოკუმენტში, სადაც ჩვენ არ გვაქვს წინსვლა. ყველა მუხლთან მიმართებით შეიძლება ითქვას, რომ არის წინსვლა და ეს წინსვლა არის ფუნდამენტური. ეს კონსტიტუცია, ეს დოკუმენტი აყალიბებს ისეთ სისტემას, რომელიც აყალიბებს ჩვენი ქვეყნის გრძელვადიან დემოკრატიულ განვითარებას და გამორიცხავს ყოველგვარ ავტოკრატიას გრძელვადიან პერსპექტივაში", განაცხადა კობახიძემ.

 

 

კონსტიტუციას, რომელიც დამტკიცებულია, მხოლოდ ერთი პოლიტიკური პარტიის მიერ, არ გააჩნია სრული ლეგიტიმაცია, აღნიშნული განცხადება საქართველოში ვიზიტად მყოფმა ვენეციის კომისიის პრეზიდენტმა გააკეთა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი