„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, სერგი კაპანაძის თქმით, მმართველმა გუნდმა საერთაშორისო საზოგადოების მოტყუებით საკუთარ ინტერესებზე მორგებული კონსტიტუცია შექმნა და ორი მოსმენით დაამტკიცა.
კაპანაძე საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის პრეზიდენტის, ჯანი ბუკიკიოს განცხდებას ეხმაურება და როგორც ის აღნიშნავს, გასაკვირი არ არის რომ ვენეციის კომისია იმედგაცრუებულია.
„ვენეციის კომისიას სულ სხვა ვერსია გაუგზავნეს და დასკვნა გააკეთებინეს. მთავრი მოთხოვნა, რაც ვენეციის კომისიას ჰქონდა ეს იყო დიალოგი და კონსენსუსი საზოგადოების სხვადასხვა ფენასთან, რაც ბოლომდე უგულებელყვეს. ამიტომ საუბარი იმაზე, რომ მიიღეს ევროპული კონსტიტუცია უბრალოდ სასაცილოა. ის რაც გააკეთეს მარტო, უმოკლეს ვადაში, ორ დღეში ორი მოსმენით, ასეთი სამარცხვინო ნაბიჯი საქართველოს ისტორიაში არ ყოფილა. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, სრულიად გასაკვირი არ არის, ის რომ ვენეციის კომისია იმედგაცრუებულია. ერთ მხარეს არის „ქართული ოცნება“, მეორე მხარეს ყველა დანარჩენი და ახლა უკვე ვენეციის კომისიაც.
„მათ შეცვალეს პრეზიდენტის არჩევის სისტემა და იქნება დანიშნული პრეზიდენტი, კალიგულას ცხენი გვეყოლება პრეზიდენტი ძალიან მალე და პროპორციული საარჩევნო სისტემა შემოვა 2024 წლიდან. რაც მთავარია, არც ერთი ცვლილება არ ყოფილა კომპრომისით მიღებული და არც ერთი ცვლილება არ იყო კონსენსუსზე დაფუძნებული", განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას სერგი კაპანაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.